logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: რას დაამსგავსეს საკონსტიტუციო ამ არსებებმა?
- +

10 აგვისტო. 2016. 22:14



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ზეწოლაზე ხმა აქამდე უნდა ამოეღოთ, თუ მართლა არსებობდა ამდაგვარი ფაქტები.


„რას დაამსგავსეს საკონსტიტუციო ამ არსებებმა?

სააკაშვილს და პაპუაშვილს, რომ არაფერი აკავშირებს სახელმწიფოს ღირსებასთან - საყოველთაოდ ცნობილია.

 

მაგრამ, შემაძრწუნებელია - საკონსტიტუციოს 8 მოსამართლის, წლების მანძილზე დუმილი ნაციონალების ზეწოლაზე.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც დავალაგებთ და გადავიტანთ.

 

მაგრამ, სახელმწიფო თუ გვინდა, მაშინ აგოს საკადრისი პასუხი - ყველამ, ვისაც წვლილი მიუძღვის ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის დღევანდელ მდგომარეობამდე მიყვანაში.

 

თუ ამ მუხანათობაში საქართველოს წინააღმდეგ, რომელიმე აქტორს გაქვთ იმედი, რომ შეგრჩებათ - მწარედ ცდებით.

 

გაუმარჯოს საქართველოს!

 

.. ენ-ჯე-ოები - აი, თქვენი ხმა არ გავიგო ამ საკითხზე, იქა ხართ - იქ!!! კრებითი თამარ კინწურაშვილები."- წერს ყანდიაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner