logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: აუცილებელია ევროპის მკაფიო მზაობა, უარი თქვან ყველა რუსულ ენერგომატარებელზე, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსული ომის მანქანის დაფინანსება
- +

14 აპრილი. 2022. 11:08

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, უარი თქვან რუსულ ენერგორესურსებზე და ამით შეწყვიტონ რუსეთის „ომის მანქანის“ დაფინანსება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

 

„პირველ რიგში, აუცილებელია ნავთობის ემბარგო და ევროპის მკაფიო მზაობა, უარი თქვან ყველა რუსულ ენერგომატარებელზე. ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსული სამხედრო ომის მანქანის დაფინანსება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკის თქმით, რუსი სამხედროები ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთ მიმართულებებზე აქტიურდებიან. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსების რიგებში ისინი უკრაინელების მობილიზაციას ცდილობენ.

 

ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს მხარდაჭერისთვის.

 

„განვიხილეთ უკრაინის თავდაცვითი მხარდაჭერის ახალი პაკეტი, შევთანხმდით 800 დოლარის იარაღზე, საბრძოლო მასალებსა და სხვა დახმარებაზე, საარტილერიო სისტემებზე, ჯავშანტრანსპორტზე, ვერტმფრენებზე. გულწრფელად მადლობელი ვარ ამ მხარდაჭერის“, – აღნიშნავს ზელენკსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner