logo_geo
eng_logo
პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

14 აპრილი. 2022. 12:03

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ა.ბ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, 26 მაისისა და მ. აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1985 წელს დაბადებული ლ.ლ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ ა.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე დააკავა.

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner