logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველა პოლიტიკური ჯგუფი „ქართულ ოცნებასთან“ და ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად მიდის უკრაინაში - ომის პარტია ბორტს მიღმა დარჩა
- +

14 აპრილი. 2022. 14:09

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, უკრაინაში გასამგზავრებელ დელეგაციაში იქნება.

 

„მგონია, რომ ყველაფერი იდეალურად ლაგდება. გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა იყო. ჩვენი შეთავაზება იყო, ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი ყოფილიყო. ამის შემდეგ, გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი. პრინციპში, დელეგაცია იდეალურად დალაგდა - იდეალურია, როდესაც ეს ვიზიტი მრავალპარტიულია და, ამავე დროს, ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში. ეს ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურია. ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობა“ მარტო დარჩა. ყველა პოლიტიკური ჯგუფი „ქართულ ოცნებასთან“ და ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად მიდის უკრაინაში. გამოდის, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც „ფეიკს“ ავრცელებს, არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა - ომის პარტია ბორტს მიღმა უნდა იყოს. ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა. ეს ძალიან სიმბოლური, ნიშანდობლივი და ძალიან კარგია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner