logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ მიზანია საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა. აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებში აღარ შედიოდა ამ ვიზიტის ფარგლებში უკრაინაში წასვლა
- +

14 აპრილი. 2022. 14:13

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა. აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებში აღარ შედიოდა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში უკრაინაში წასვლა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„მათი საკვანძო ინტერესი არის ის, რომ საქართველო უნდა გახდეს მეორე ფრონტი. ამასთან წინააღმდეგობაშია მათი წამოსვლა დელეგაციასთან ერთად. მათ სურთ, გააგრძელონ ის რიტორიკა და ქმედებები, რომლის მიზანია, საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა. აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებში აღარ შედიოდა ამ ვიზიტის ფარგლებში უკრაინაში წასვლა. შესაბამისად - ერთი, ეს არის პოპულიზმი და მეორე, ეს არის ინტერესი საქართველო როგორმე ჩართონ სამხედრო კონფლიქტში“, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner