logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ბაკურიანის სემინარის მონაწილეებს: გამოდით და დღეს მაინც გაეცით საზოგადოებას პასუხი, წარმოადგინეთ თქვენი შეკრების „უწყინარობის“ დამადასტურებელი მყარი არგუმენტები
- +

14 აპრილი. 2022. 14:45

 

 

„ერთი, ჩვენი „ვარდები“ იყო „უეკლო“ და „ხავერდოვანი“ - რომელსაც ერის მენტალური გენოციდი მოჰყვა, ახალგაზრდა თაობების „გენმოდიფიცირება“, ქვეყნის - ჯალათებისა და მანიაკების ხელში საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევა და მეორე, კიევის „მაიდანი“ იყო „უწყინარი“ თავისი სისხლიანი ისტორიით, ყირიმის შემდგომი დაკარგვით, დონბასის შემდგომ დასაკარგად მომზადებით და ქვეყანაში იმ პოლიტიკური ვითარების შექმნით, რომლის კვლავ სათავისოდ გამოყენებას დღეს ცდილობს ზე-აგრესიული და დაუნდობელი რუსეთის სამხედრო/პოლიტიკური მანქანა“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით ჯერ კიდევ არ გაშრა „არაძალადობრივი“ მეთოდებით კიევის მაიდანზე დაღვრილი სისხლი, რაც 2014 წლის აპრილში თბილისში კიევიდან ასევე ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოვიდა მაიდანის პოლიტტექნოლოგი ფედორჩუკი - იმავე აკერმანის ბეჯითი მოწაფე.

 

„არ გამოგივათ, ამხანაგებო, აკერმანის ტრენინგების თემის „და-ჰა-ჰა-ვება“ - მესმის, აგეწვათ „შაბაშის“ გახმაურება და ახლა უშნოდ იპრანჭებით. ვერ იქნება ჯინ შარფის „ხავერდოვანი რევოლუციების მოხდენის 198 არაძალადობრივი მეთოდი“ და ვერც პიტერ აკერმანის „გამოყენებითი არაძალადობრივი სტრატეგია“ - „და-სა-ჰა-ჰა-ვებელი“ თემა, ვინაიდან: ა) ამის უკან ყოველთვის უკანონობა, ძალადობა და დანაშაული დგას და ბ) ამ რევოლუციების (პუტჩის, გადატრიალების) შედეგებს სათავისოდ ყოველთვის იყენებდა და იყენებს ვლადიმერ პუტინი - და აქ უკვე ერთმანეთში გაერკვიეთ ერთად რანაირად და რა სქემებით „ძოვთ“.

 

ერთი ჩვენი „ვარდები“ იყო „უეკლო“ და „ხავერდოვანი“ - რომელსაც ერის მენტალური გენოციდი მოჰყვა, ახალგაზრდა თაობების „გენმოდიფიცირება“, ქვეყნის - ჯალათებისა და მანიაკების ხელში საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევა, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა/ოკუპაცია და რუსეთის ჯარებისთვის პლაცდარმის შექმნა, ქვეყნის სტრატეგიული ენერგეტიკული და ეკონომიკური ობიექტების მტრის ხელში ჩაგდება და ა.შ. მეორე, კიევის „მაიდანი“ იყო „უწყინარი“ თავისი სისხლიანი ისტორიით, ყირიმის შემდგომი დაკარგვით, დონბასის შემდგომ დასაკარგად მომზადებით და ქვეყანაში იმ პოლიტიკური ვითარების შექმნით - რომლის კვლავ სათავისოდ გამოყენებას დღეს ცდილობს ზე-აგრესიული და დაუნდობელი რუსეთის სამხედრო/პოლიტიკური მანქანა. თუ ვინმე დღევანდელი უკრაინული ტრაგედიის უკან ვერ ხედავს „ხავერდოვანი მაიდანის“ აჩრდილებს - ნება მისია.

 

ჯერ კიდევ არ გაშრა „არაძალადობრივი“ მეთოდებით კიევის მაიდანზე დაღვრილი სისხლი, რაც 2014 წლის აპრილში თბილისში კიევიდან ასევე ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოვიდა მაიდანის პოლიტტექნოლოგი ფედორჩუკი - იმავე აკერმანის ბეჯითი მოწაფე. იმ „არამოძალადე“ აკერმანის, რომლის „არაძალადობრივი“ მეთოდებით ჩარევას თავის ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, დღემდე ტრაგიკულად აღიქვამს იგივე სერბეთი. თქვენ კი შეგიძლიათ, ამხანაგებო, გააგრძელოთ „ჭიკაიძის საბურავების“ თემის „და-ჰა-ჰა-ვება“, მაგრამ ჩემს „დაგოიმებას“ მაინც ნუ ეცდებით - ამ კუთხით, თქვენს ამომრჩევლებზე დაიხარჯეთ: რომ არა იმ და ყოველ მომდევნო წელიწადში, შესაბამისი სტრუქტურების სათანადო მუშაობა, ფედორჩუკ/აკერმანის თეორიას - პრაქტიკაში განახორციელებდით დიდი ხანია!. დღესაც გაქვთ ილუზია - აკერმანის ბროშურებზე ააგოთ თქვენთვის ბოლომდე გაუგებარი ქვეყნის და მიუღებელი სახელმწიფოს მომავლის ბედი - აბა, თქვენ იცით! იმდენად უწყინარი, „იტალიური ოპერის მოყვარულთა საზოგადოების“ მსგავსი შეკრება თუ გქონდათ ბაკურიანში, თქვენი ბელადის სასამართლო პროცესზე გამოსროლილი მოწოდების - „ამ ხელისუფლების ჩამოხრჩობისა თუ ჩამოცილების“ შემდეგ - რატომ არ მოიწვიეთ თქვენი „ტენორებისა“ თუ „მეცო-სოპრანოს“ ტკბობის გასაზიარებლად მედიისა და ტელევიზიების წარმომადგენლები? გამოდით და დღეს მაინც გაეცით საზოგადოებას პასუხი, ნუ იქცევით „შულავერის კომიტეტივით“. წარმოადგინეთ თქვენი შეკრების „უწყინარობის“ დამადასტურებელი მყარი არგუმენტები. და მერე, თუ გნებავთ, ერთად „ვი-ჰა-ჰა-ვებდით“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner