logo_geo
eng_logo
გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფო გადატრიალებაში დაოსტატებულმა აკერმანმა ოპოზიციასთან და არასამთავრობოებთან განიხილა, როგორ გადააგდონ ხელისუფლება
- +

14 აპრილი. 2022. 14:47

 

 

მომღერალმა და ტელეწამყვანმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტთან, ჟურნალისტებთან ისაუბრა და ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„საქართველოში ჩამოსული იყო პიროვნება პიტერ აკერმანი, ამერიკელი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებების მოქმედებაშია დაოსტატებული. ბაკურიანში შედგა შეხვედრა და ტრენინგები ჩაატარა ქართულ ოპოზიციასთან და არა მხოლოდ მათთან, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ იქ წარმოდგენილნი. ჩემი აზრით, ესაა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება, რადგან იქ განიხილებოდა საკითხები, თუ როგორ შეიძლება მოიშორონ და გადააგდონ ხელისუფლება. ამიტომ, მინდა, ხმამაღლა განვაცხადო, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის სიმშვიდის, უსაფრთხოების, უშიშროებისა და თავისუფლების სადარაჯოზე ვიდგებით. ჩვენს ქვეყანას დღეს, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება სიმშვიდე, დაფიქრება, გაანალიზება და შემდგომი განვითარება. ნურავის ექნება ტყუილად იმედი, რომ ამ ქვეყანაში გადატრიალების მსგავს რაიმეს მოაწყობს“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner