logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: როგორი საქმეა, არარსებული ტირანიის დამხობას აპირებდნენ მართლა ტირანიის დასაბრუნებლად
- +

14 აპრილი. 2022. 15:35

 

 

„ძია, პიტერ, დაგვეხმარე და გვიშველე“-ს, რომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს და შეხვედრა გაასაიდუმლოვეს, ფაქტია, თუმცა ინფორმაციამ მაინც გამოჟონა (რამდენი ამბის გამომტანი და გამყიდველი ჰყავს რადიკალებს თავის რიგებში, თვითონ გაარკვიონ!). ერთ-ერთი საინტერესო მომენტი კი ის გახლავთ რადიკალური ოპოზიცია, ყველაფერს აპიარებს და რაღა ეს ბაკურიანის შეხვედრა დაუმალა მასმედიას?“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბაკურიანში გამართულ სემინარზე.

 

„რადიკალური ოპოზიციის საიდუმლო შეხვედრა გათახსირებული-ავანტურისტ პიტერ აკერმაინის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო დიდ ეჭვებს აჩენს. მიზეზი კი ისაა, რომ რადიკალების გადატრიალების და რევოლუციის მოწყობის დაუოკებელი სურვილი მუდმივად აქვთ, მაგრამ არ გამოსდით. რომ არ გამოსდით, და აკერმანის მოწვევა ამ „ტრენინგზე“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადატრილებისთვის საკუთარი არც ჭკუა, მარიფათი და არც მხარდამჭერების რაოდენობა ყოფნით. „ძია, პიტერ, დაგვეხმარე და გვიშველე“-ს, რომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს და შეხვედრა გაასაიდუმლოვეს ფაქტია, თუმცა ინფორმაციამ მაინც გამოჟონა (რამდენი ამბის გამომტანი და გამყიდველი ჰყავს რადიკალებს თავის რიგებში თვითონ გაარკვიონ!).

 

ერთ-ერთი საინტერესო მომენტი კი ის გახლავთ რადიკალური ოპოზიცია, ყველაფერს აპიარებს და რაღა ეს ბაკურიანის შეხვედრა დაუმალა მასმედიას? ეტყობა იმდენად არ უნდოდათ გამჟღავნება, დღესაც რომ ეკითხებიან ჟურნალისტები, ისე გაურბიან კითხვაზე პასუხს, ნებისმიერ სპრინტერს შეშურდება. ე.ი. შეხვედრა იყო, რა საკითხებზე ისაუბრეს ვერ/არ ამბობენ და ცოტა არ იყოს უხერხულად იშმუშნებიან. როგორი საქმეა, არარსებული ტირანიის დამხობას აპირებდნენ, მართლა ტირანიის დასაბრუნებლად. აი, უხერხულობა მერე ნახეთ, აკერმანის დატრენინგებულები მაინც რომ ჩაფლავდებიან, ან სამართალდამცველებამდე, ხალხი თუ მიადგა მათ ოფისებს და ჰკითხა - აბა, გვითხარით რის გადატრილებას აპირებდით და რატომ“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner