თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია მარდინში, საავადმყოფოს შენობასთან აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე საავადმყოფოსთან მდგარი პოლიციის ავტომობილი იყო.
არსებული მონაცემებით, დაჭრილია სულ მცირე 50 მშვიდობიანი მოქალაქე. პოლიცია ტერორისტების ძებნის ოპერაციას ახორციელებს.
მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.