logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: ომის პარტიას ვეძახით, დაიჯერეს, რომ ვაჟკაცები არიან, ასე გადათარგმნეს სათავისოდ - რეალურად, ამავდროულად, ეს არის ღალატის პარტია
- +

14 აპრილი. 2022. 16:06

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ომის, არამედ ღალატის პარტიაცაა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტია ყველა ქმედებით ადასტურებს, რომ ქვეყანას ღალატობენ.

 

„მათ რომ ომის პარტიას ვეძახით, ამასობაში, დაიჯერეს, რომ ვაჟკაცები არიან, ასე აღიქვეს, ასე გადათარგმნეს სათავისოდ. რეალურად, ამავდროულად, ეს არის ღალატის პარტია. „ნაცმოძრაობა“ ომის პარტიაა, რადგან ამ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ, მაგრამ კიდევ უფრო ღრმად რომ შევიდეთ შინაარსში, რასაც ისინი აკეთებენ, ყველანაირი გაგებით, ეს არის ღალატის პარტია. ბევრი მიზეზი არსებობს, დაწყებული იქიდან, რომ თავის დროზე, ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული და, რუსი სამხედროების სასარგებლოდ, დამალეს ისკანდერის ნაწილები და დღემდე, რასაც ისინი აკეთებენ, მათი საუბრის, მათი ვორდინგისა და, განსაკუთრებით, ქმედებების შინაარსი არის ღალატი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner