10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კორეელი დონჰან გვაკი დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
27 წლის ქართველი სპორტსმენი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება. ფინალამდე მან ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი, ნაურუელი ოვინი უერა და მონღოლი სპორტსმენი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი დაამარცხა.
ფინალური შეხვედრა 24:00 საათზე გაიმართება.