„რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო სადაც მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი და თავისი ქვეყნის გაშავებას ცდილობს კონკრეტული ეს ღალატის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არ იყო არც უკრაინაში წასვლა და არც უკრაინელების მხარდაჭერა. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი. ამ მიზანსა და ქმედებას ჰქვია საკუთარი ქვეყნის ღალატი, გამოხატული ყველა მათ სიტყვაში, გამოხატული და გაშიფრული ყველა მათ მოქმედებაში და რაც მთავარია მათ შორის იმაში, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო სადაც მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი და თავისი ქვეყნის გაშავებას ცდილობს კონკრეტული ეს ღალატის პარტია. თავისი ქვეყნის გაშავებას. მართლა რომ რაიმე მსგავსი, ერთი პროცენტიც, რომ სიმართლე იყოს მათ ნათქვამში, წარმოიდგინეთ რომელიმემ, ეს ამ კონკრეტულ სიტუაციაში, როცა რეგიონში მიმდინარეობს უბინძურესი ომი სამხედრო დანაშაულების ხერხით წარმოებული ომი, რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, უნდა ერიდებოდნენ ამის ფონზე და ამის პარალელურად ამ ამით სარგებლობას, საკუთარი ქვეყნის, ხელისუფლებისა თუ ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ. ისინი პირიქით, იმდენად ღალატობენ ქვეყნას, იმდენად ბინძურად და ამორალურად იქცევიან ამ პერიოდის განმავლობაში. ცდილობენ საქართველოს იმიჯი ბოლომდე გაანადგურონ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ამავდროულად ცდილობენ ჩამოშალონ ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.