„ჩვენ დავინახეთ მკაფიო პოზიცია „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელმაც კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ მათთვის მთავარი საქართველო და უკრაინა კი არ არის ან როგორი იქნება საქართველო-უკრაინას შორის სოლიდარობა, თანამშრომლობა, არამედ მათთვის მთავარია როგორ დააზიანონ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება, ეს გულისხმობს, რომ იქ უნდა იყოს პარლამენტის სრული თანხმობა. შეიძლება, ყველა წევრი პარლამენტის სუბიექტისა არ მონაწილეობდეს, მაგრამ გარკვეულწილად საპარლამენტო დელეგაცია ნიშნავს, რომ გამოხატავს პარლამენტის საერთო პოზიციასა და დამოკიდებულებას მით უმეტეს იმ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით, რის გამოც ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უკრაინაში მიემგზავრება. მ
„როგორც ასეთი, სახელმწიფო საქართველო ან სამშობლო საქართველო მათთვის [„ნაციონალური მოძრაობა“] არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ვიწრო პარტიულ ჩარჩოში მოქცეული, ამის იქით აღარაფერი აინტერესებთ. ისინი ხედავენ, რომ ამ ვიზიტით მათ გაფუჭებულ საქმესაც შეიძლება უკვე წერტილი დაესვას, ვხედავთ რომ მათ ისევ დაიწყეს დაზიანების გზაზე დადგომა. ამ საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობაზეც უარი სწორედ ამ მოტივით არის გაცხადებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.