logo_geo
eng_logo
ჯეიკ სალივანი: უკრაინაში ბრძოლები, სავარაუდოდ, გაჭიანურდება და თვეების განმავლობაში გაგრძელდება
- +

14 აპრილი. 2022. 19:01

 

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლები, სავარაუდოდ, გაჭიანურდება და თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

 

ჯეიკ სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ ფაქტი არ არის ის, რომ აშშ გააუქმებს სანქციებს რუსეთს, თუ ის უკრაინასთან დიპლომატიურ შეთანხმებას მიაღწევს.

 

„ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ფორმასა და ფარგლებს შეიცავს ეს დიპლომატიური შეთანხმება. ჩვენ არ ვაპირებთ გადავაბიჯოთ უკრაინელებს, როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას ეხება. თუმცა, თუ სანქციების შემსუბუქების გარკვეული ზომები ჩადებული იქნება რაიმე სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტაში, რომელსაც უკრაინელები ხელმძღვანელობენ, ეს არის ის, რასაც ჩვენ სიამოვნებით შევაფასებთ“, - აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner