დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს შვედეთსა და ფინეთს ნატოში გაწევრიანებაში, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.
„რუსეთის საფრთხეები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის და მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ერთიანობას. შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან, აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე - გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს იმას, რასაც ისინი გადაწყვეტენ“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.