logo_geo
eng_logo
ლიზ ტრასი: დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს შვედეთსა და ფინეთს ნატოში გაწევრიანებაში
- +

14 აპრილი. 2022. 19:29

 

 

დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს შვედეთსა და ფინეთს ნატოში გაწევრიანებაში, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.

 

„რუსეთის საფრთხეები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის და მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ერთიანობას. შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან, აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე - გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს იმას, რასაც ისინი გადაწყვეტენ“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner