გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში, სულ მცირე, 1 932 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 2 589 - დაიჭრა.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.