კანადა პოლონეთში სამხედრო პერსონალს განათავსებს, რათა უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარონ. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა განაცხადა.
სამხედრო პერსონალი უკრაინელ ლტოლვილებს გაუწევს დახმარებას. აღნიშნული მიზნებისათვის კანადა პოლონეთში 150 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის.
კანადის შეიარაღებული ძალების წევრები ასევე მხარს დაუჭერენ პოლონურ სამუშაო ჯგუფს ჰუმანიტარული დახმარებისთვის და დაეხმარებიან უკრაინელებს კანადაში გადასახლებაში.