logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ხალხის უმრავლესობა „რევოლუციების“ სატყუარაზე აღარ ეგება, მით უმეტეს, როდესაც მათ ავანგარდში ოდიოზური ფიგურები არიან
- +

14 აპრილი. 2022. 20:35

 

 

„მას შემდეგ რაც პოლიტიკურად მორალურად გაკოტრებულ ოპოზიციას, რომელიც დესტაბილიზაცია-რევოლუციებში ეძებს გადარჩენის გზებს, კუდზე ფეხი მწარედ დააჭირეს და ამხილეს მორიგი რევოლუციისთვის მზადებაში, დაიწყეს თავის მოსაწყლება, რას ამობთ ჩვეულებრივი „ვორქშოპი“ იყოო,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას ბაკურიანში ოპოზიციური პარტიების ფარული შეკრების შესახებ.

როგორც ანჯაფარიძე წერს, ეტყობა საკუთარი ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნით, თორემ პიტერ აკერმანს არ ჩამოიყვანდნენ იმ სიშორიდან.

„მას შემდეგ, რაც პოლიტიკურად მორალურად გაკოტრებულ ოპოზიციას, რომელიც დესტაბილიზაცია-რევოლუციებში ეძებს გადარჩენის გზებს, კუდზე ფეხი მწარედ დააჭირეს და ამხილეს მორიგი რევოლუციისთვის მზადებაში, დაიწყეს თავის მოსაწყლება, რას ამობთ ჩვეულებრივი „ვორქშოპი“ იყოო. ეტყობა საკუთარი ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნით, თორემ პიტერ აკერმანს არ ჩამოიყვანდნენ იმ სიშორიდან. თუმცა, როგორც თავად აკერმანი წერს, ტრენინგის მონაწილეებისათვის დარიგებულ მის წიგნში, „ხავერდოვანი რევოლუციების“ წარმატებულობის რეიტინგი განუხრელად ეცემა. ეს იმიტომ რომ 1. სახელმწიფოები და მათი ინსტიტუტები მომძლავრდნენ 2. ხალხის უმრავლესობა „რევოლუციების“ სატყუარაზე აღარ ეგება, მით უმეტეს, როდესაც მათ ავანგარდში ოდიოზური ფიგურები არიან“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner