logo_geo
eng_logo
ჩეხეთის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე: მიხარია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა - ჩეხეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ძალიან ძლიერად დაუჭერს მხარს როგორც განაცხადს, ასევე წევრობას
- +

14 აპრილი. 2022. 21:06

 

 

„მიხარია, რომ საქართველომ განაცხადი გააკეტა ევროკავშირის მომავალ წევრობაზე. დარწმუნებული ვარ, ჩეხეთი არის და იქნება ის ქვეყანა, რომელიც ძალიან ძლიერად დაუჭერს მხარს როგორც განაცხადს, ასევე წევრობას - ჩვენ საერთო პრინციპები გვაქვს,“ - ამის შესახებ ჩეხეთის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ონდრეი კოლაჟიმ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთს ბევრი აქვთ საერთო როგორც წარსულში ,ისე აწმყოში და ასე უნდა იყოს მომავალშიც.

„მეც და ბევრი ადამიანი ჩეხეთში, ჩემი კოლეგები პარლამენტში ვხედავთ ჩვენ საერთო მომავალს ევროკავშირსა და ნატოში. ძალიან მიხარია, რომ გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის პროგრამა, რომელშიც საქართველო და ჩეხეთი ძალიან აქტიურები არიან. მიხარია რომ საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირის მომავალ წევრობაზე.

 

დარწმუნებული ვარ, ჩეხეთი არის და იქნება ის ქვეყანა, რომელიც ძალიან ძლიერად დაუჭერს მხარს როგორც განაცხადს, ასევე წევრობას, იმიტომ რომ ჩვენ საერთო პრინციპები გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც გვაქვს საბჭოთა წარსულიდან და გავაგრძელოთ დასავლეთ ევროპის ქვეყნების, პარტნიორების დარწმუნება ,რომ ის რასაც რუსეთი შესაძლოა არ გაჩერდეს უკრაინაში და შეეხოთ სხვა ქვეყნებსაც“, - განაცხადა ჩეხეთის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner