logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის ყიდვას განაგრძობენ, სხვისი სისხლის ხარჯზე ფულის შოვნაში დაადანაშაულა
- +

14 აპრილი. 2022. 21:34

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის ყიდვას განაგრძობენ, სხვისი სისხლის ხარჯზე ფულის შოვნაში დაადანაშაულა.

BBC-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი გამოყო და ისინი რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე ემბარგოს დაწესების დაბლოკვაში დაადანაშაულა.

„ზოგიერთ ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს ესმის, რომ ახლა სხვა დროა, რომ ეს აღარ არის ბიზნესისა და ფულის საკითხი, რომ ეს გადარჩენის საკითხია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ცდილობენ დაეხმარონ და ეხმარებიან უკრაინას, მაგრამ უკრაინას ეს დახმარება უფრო ადრე და სწრაფად სჭირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner