logo_geo
eng_logo
ლევან მექვაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
- +

8 მარტი. 2016. 12:52



„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რის საფუძვლადაც ბრალდებულის მიმალვა ან მის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლა დაასახელა.



პროკურატურა მექვაბიშვილისთვის პატიმრობის, დაცვის მხარე კი 15-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.


თავად ბრალდებულს პროცესზე განცხადება არ გაუკეთებია. მან დუმილის უფლებით ისარგებლა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner