logo_geo
eng_logo
CIA-ს დირექტორი: რუსეთის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ან მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს არ შეიძლება არასერიოზულად მივუდგეთ
- +

15 აპრილი. 2022. 00:41

 

 

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ან მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს არ შეიძლება არასერიოზულად მიუდგე, მაგრამ CIA-ს არ დაუფიქსირებია პრაქტიკული მტკიცებულება, რომელიც ამ შეშფოთებას აძლიერებს.

ბერნსმა მაგალითად მოიყვანა პოტენციური სასოწარკვეთა და სამხედრო წარუმატებლობა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და მისმა მთავრობამ მას შემდეგ განიცადეს, რაც 24 თებერვალს უკრაინაში სამხედრო ძალები შეიყვანეს.

„ამ მიზეზების გამო, არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია არასერიოზულად აღიქვას ის საფრთხე, რომელიც მომდინარეობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენებისგან. ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ბევრი პრაქტიკული მტკიცებულება, რომელიც გააძლიერებდა ამ შეშფოთებას“, - აღნიშნა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner