logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ეს არის მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლების ვიზიტი სოლიდარობისა და სამძიმრის გამოსაცხადებლად
- +

15 აპრილი. 2022. 00:01

 

 

„ეს არის მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლების ვიზიტი სოლიდარობისა და სამძიმრის გამოსაცხადებლად,|“ - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე მოუთმენლად ელოდება ჩვენი პარლამენტის სპიკერის ხელმძღვანელობით ვიზიტს უკრაინაში.

„დეპუტატების კიევში ჩასვლა სამძიმრისა და სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, არასდროს ყოფილა პირობადებული ხელისუფლების მხრიდან, რომ რამე რისკის შემცველია აქ, საქართველოს შიგნით. ომის გამომწვევ მიზეზად ეს ვერ იქცეოდა. ამას ჩვენ არასდროს არ ვამბობდით. თეორიულად გამორიცხული არასდროს არაფერია, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც შეიძლება აქ რამე უბედურება დაგვატყდეს თავს. ეს არის მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლების ვიზიტი სოლიდარობისა და სამძიმრის გამოსაცხადებლად.

ბარიერები, რაც ამ ვიზიტის გზაზე იქნა დასახელებული, იყო მაგალითად თუნდაც იქაური პარლამენტის სპიკერის განცხადებები, თუმცა, როგორც შემდეგ აღინიშნა, ბატონ შალვასა და მათ სპიკერს შორის შედგა საუბარი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს იყო ძალიან თბილი დიალოგი. სწორედ ამ საუბრისას საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს ვიზიტი შედგებოდა. უკრაინული მხარე, ამ შემთხვევაში ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოუთმენლად ელოდება ჩვენი პარლამენტის სპიკერის ხელმძღვანელობით ვიზიტს უკრაინაში. შესაბამისად, ის უხერხულობები, რაც იქნა დასახელებული, რომ ვერ გავიგეთ რაც თქვეს, რატომ თქვეს, ეს ორ ადამიანს შორის მოიხსნა და ვიზიტიც რამდენიმე საათში დაიგეგმა. იმედი მაქვს და ვფიქრობ, ასეც იქნება, ეს ვიზიტი მოიტანს ახალ უშუალო კონტაქტებს, ახალ მეგობრობას. უკრაინის ხელისუფლება ახლა მაინც შეძლებს ჩვენთან ურთიერთობას, რადგან ჩვენ, ქართველები უკრაინას ვჭირდებით. მათ არ სჭირდებათ ომის პარტია, მათ სჭირდებათ საქართველო, როგორც სახელმწიფო მათი პარტნიორი და მეგობარი და ამისკენ პირდაპირი გზა მხოლოდ ხელისუფლებაზე გადის და არა რომელიღაც დესტრუქციულ დაჯგუფებებზე, რომლებიც საკუთარი გამორჩენის მიზნით არიან იქ, ვითომ მუშაობენ, მაგრამ მათი გაკეთებული არაფერი გვინახავს და დაზიანებული კი ბევრი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner