„ეს კითხვარი უნდა შეავსოს ქვეყანამ, მაგრამ 4 მილიონი ადამიანი ვერ დავსხდებით და ერთად ვერ შევავსებთ ერთ დოკუმენტს. ის უნდა შეავსოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და შესაბამისმა სამინისტროებმა, „- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საჯარო მოხელეები იმისთვის არიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი პირველი პროექტი პასუხებისა მომზადდეს.
„შემდეგ თუ ვინმეს ექნება სურვილი საპარლამენტო ხელისუფლებიდან, რომ ჩაერთოს, არ მგონია, ვინმე ეტყვის მათ, რომ დახურულიაო. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს იქცეს საჯილდაო ქვად. როგორც უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით იყო, ასე იქნება ახლაც, აღმასრულებელი ხელისუფლება ვავსებდით და ვასრულებდით სამოქმედო გეგმას და ამავდროულად, ყოველ ჯერზე ვუპირისპირდებოდით „ნაციონალური მოძრაობას“, როდესაც ეს შეეცდებოდა გამოეყენებინა ხელისუფლების, საკუთარი ხალხისა და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასე იქნება ახლაც. რა თქმა უნდა, ისინი გააგზავნიან შიკრიკებს, იმეილებს, ამისთვის არის გიორგი კანდელაკი, ხომ უნდა დაკავდეს? დაჯდება და დილიდან საღამომდე დააკაკუნებს კომპიუტერზე. ბევრი საქმე აქვს, რომ როგორმე ჩაშალოს ამ კითხვარის შევსება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.