„ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ოპონენტები არა ჰყავს, რომლებიც სერიოზულად განიხილავენ იმ საჭირბოროტო საკითხებს, რომელიც ქვეყანას აქვს. შეუცდომელი არც ერთი ხელისუფლება არაა, არც ერთი ადამიანი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ შენ გჭირდება კრიტიკა, შენ გჭირდება საპირისპირო პოზიცია, რომელთანაც პაექრობაში დაამტკიცებ, რომ შენი გზა და გადაწყვეტილება სწორია. ოპონირება პარლამენტის ძირითადი დანიშნულებაა , - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ბატონი აკერმანები დროს აცდენენ, ისინი არიან დარჩენილები იქ, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ - 2003 წელში. სხვა არანაირი ხედვა, მეთოდი, ქმედება ქართული საზოგადოებისთვის მათ არასდროს განუხორციელებიათ“, - განაცხადა გოგა ხაინდარავამ.