logo_geo
eng_logo
რუსეთის თავდაცვის უწყება: კრეისერი „მოსკოვი“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა
- +

15 აპრილი. 2022. 01:29

 

 

რუსული სამხედრო-საზღვაო ძალები კრეისერი „მოსკოვი“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უკრაინული მხარის მტკიცებით, 13 აპრილს, მათი სამიზნე კრეისერი „მოსკოვი“ გახდა, რომელზეც დარტყმა „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა. დაბომბვის შედეგად ხომალდმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსულ კრეისერ „მოსკოვზე“ აფეთქება მოხდა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ ამ ეტაპზე ვერ შეაფასებს, ხომალდს რაკეტა მოხვდა თუ არა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner