საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ მისი საელჩო უკრაინაში ძალიან მალე ლვოვიდან კიევში დაბრუნდება. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს გადაადგილება ძალიან მალე მოხდება და საფრანგეთს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააღრმავოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა სფეროში“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
1-ელ მარტს, საფრანგეთმა უკრაინაში თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადაიტანა.