logo_geo
eng_logo
ოფიციალური პარიზის განცხადებით, საფრანგეთის საელჩო უკრაინაში ძალიან მალე ლვოვიდან კიევში დაბრუნდება
- +

15 აპრილი. 2022. 01:58

 

 

საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ მისი საელჩო უკრაინაში ძალიან მალე ლვოვიდან კიევში დაბრუნდება. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

„ეს გადაადგილება ძალიან მალე მოხდება და საფრანგეთს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააღრმავოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა სფეროში“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

1-ელ მარტს, საფრანგეთმა უკრაინაში თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადაიტანა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner