logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს აქვთ საფუძველი ისაუბრონ იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ დესტაბილიზაციისთვის ემზადება
- +

15 აპრილი. 2022. 10:58

 

 

ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების ბაკურიანში კონსპირაციული შეხვედრის დეტალებზე ოპოზიციის წარმომადგენლებს განსხვავებული ვერსიები აქვთ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც შეკრებას ესწრებოდა, აცხადებს, რომ ორგანიზატორი ამერიკული ორგანიზაცია იყო, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს და მედიას ურჩევს, თავად მოიძიოს ინფორმაცია.

 

„ბაკურიანში შეხვედრის ორგანიზატორი იყო კონკრეტული დონორი, სადაც ვიყავით ჩასულები ყველა. ამერიკული მხარე იყო, აღარ მახსოვს სახელწოდება. შეგიძლიათ ორგანიზატორებს ჰკითხოთ და გეტყვიან“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს კი როგორც ჩანს ლიდერებმა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს და მათ არ იცოდნენ, რა შეხვედრა შედგა.

 

„ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, - თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.

 

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპონენტები დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან და მსგავსი შეხვედრების თემა ხელისუფლების არაკანონიერი გზით გადაყენებაა.

 

„ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს აქვთ საფუძველი, ისაუბრონ იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ დესტაბილიზაციისთვის ემზადება და ეს შეხვედრაც სწორედ ამ მიზნით ჩატარდა. ყველა ნიშანი ამ შეკრებას სწორად ასეთი ჰქონდა. გეგმის შედგენის ექსპერტი ჰყავდათ ჩამოყვანილი და ტრენინგს ვერ დავარქმევთ იმ შეკრებას, რაც ბაკურიანში ვიხილეთ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

 

პოლიტტექნოლოგ პიტერ აკერმანს, რომელიც ასევე ხავერდოვანი რევოლუციების მომზადების სპეციალისტად არის ცნობილი, ბაკურიანში 6 სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლობა, არასამთავრობოებისა და მედიის მცირე ნაწილი შეხვდა. მიუხედავად მონაწილეების მხრიდან გახმოვანებული სხვადასხვა ვერსიისა, ჯერ კიდევ უცნობია, რა იყო სემინარების ოფიციალური მიზანი. ამის შესახებ ინფორმაცია არც ღონისძიების დამკვეთის ვებგვერდზე იძებნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner