„2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 193.1 მლნ აშშ დოლარი (625.9 მლნ ლარი) შეადგინა“, - ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 2.6%-ით (4.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.8% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 90.7% მოდიოდა.
2022 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.0 მლნ აშშ დოლარი (77.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მარტის (24.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.6%-ით ნაკლებია“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.