logo_geo
eng_logo
მარტში შემოსული ფულადი გზავნილები 4.9 მლნ აშშ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით
- +

15 აპრილი. 2022. 12:25

 

 

„2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 193.1 მლნ აშშ დოლარი (625.9 მლნ ლარი) შეადგინა“, - ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მათივე განცხადებით, მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 2.6%-ით (4.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

 

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.8% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 90.7% მოდიოდა.

 

2022 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.0 მლნ აშშ დოლარი (77.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მარტის (24.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.6%-ით ნაკლებია“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner