logo_geo
eng_logo
ლაშა გეგეჭკორი: რევოლუციას იდეა სჭირდება. თქვენი იდეა კი, სკამია!
- +

14 აპრილი. 2022. 20:20

 

 

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი ბაკურიანში გამართულ ოპოზიციის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ბაკურიანი, „Rooms Hotel Kokhta“, 6-8 აპრილი, 2022.

 

ტრენინგი „როგორ დავასრულოთ ტირანია“.

 

ტრენერი - პიტერ აკერმანი, პოლიტიკური ორგანიზაცია „ამერიკელების არჩევანის“ თავმჯდომარე.

 

ესწრებოდნენ:

"ნაციონალური მოძრაობა" - ხატია დეკანოიძე,

"დროა" - ბათუ ქუთელია,

ევროპული საქართველო" - გიგა ბოკერია,

"გირჩის" და "ლელოს" წარმომადგენლები,

გიორგი მშვენიერაძე - ასისტენტ პროფესორი,

„სირცხვილიას“ აქტივისტები,

რამდენიმე ნჯო,

ტვ „ფორმულას“ და „მთავარის“ ჟურნალისტები.

 

მერე რა, გავიფიქრე, მშვენიერი თემაა,

კეთილშობილური.

ეხუმრები ტირანიას? ცოდნა სჭირდება დასრულებას,

აბა რა!

 

მერე, დამსწრე საზოგადოება რომ ვნახე, ცოტა შევფიქრიანდი, ფოტოზე წიგნის სათაური ვნახე,

 

პატივცემული აკერმანის პოლიტიკური წარსულს გადავხედე -„ბექგრაუნდს“ რომ ეძახიან და რას ნახავ უკეთეს, მინიმუმ ორ ქვეყანაში მოუწყვიათ მის მოსწავლეებს რევოლუცია...

 

ტვ-ში გიგა ბოკერიას მოვუსმინე:

„ჩვენ შევიკრიბეთ ბაკურიანში და შევხვდით ადამიანს, რომელიც არის სპეციალისტი, როგორ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება არაძალადობრივი გზით“.

ბარო ტოოო…

 

ამხ. ბოკერია!

ხელისუფლების არაძალადობრივი გზით შეცვლის მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობს -არჩევნები, სადაც, თუ სწორად მახსოვს, ბოლო 10 წელია არცთუ სახარბიელოდ გამოიყურებით მთელი ის ზემოთ ჩამოთვლილი ჯამაათი.

 

რევოლუციას იდეა სჭირდება.

 

თქვენი იდეა კი, სკამია!

ვერ აურევთ, ვერ გიშველით პიტერ აკერმანი, ვერც ფრანსუა მარი ისიდორ დე რობესპიერი“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner