logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: რა ფორმატია ის ფორმატი, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ერთად საუბრობენ ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა მეთოდებზე?
- +

15 აპრილი. 2022. 13:28

 

 

„ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ზოგიერთ მედიას შორის ზღვარი არის წაშლილი - ეს არის ბაკურიანში ჩატარებული ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, მისთვის წარმოუდგენელია ხელისუფლების შეცვლის მეთოდებზე ოპოზიცია მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საუბრობდეს.

 

„საბოლოო ჯამში, რაც ვნახეთ, დაადასტურეს, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ჩემთვის ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ფორმატია ის ფორმატი, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთად სხედან და საუბრობენ ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა მეთოდებზე? ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სამწუხაროდ, ზღვარი ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ზოგიერთ მედიას შორის არის წაშლილი, ეს არის ყველაზე ცუდი ჩვენი დემოკრატიისთვის, რომ სხვადასხვა სექტორი ასე არეულია ერთმანეთში და ვეღარ ვარკვევთ იქ მედია არის პარტია, პარტია - მედია, NGO - პარტია თუ პირიქით. ამ ზღვარის წაშლა არის ამ ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილი, რაც ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner