„ჩვენ, როგორც მთავრობა, მივესალმებით, პარლამენტის ჩართულობას ამ პროცესში, რადგან საპარლამენტო განზომილებაში ასევე დამატებით თანამშრომლობა ვფიქრობ, ყოველთვის სასარგებლო შედეგის მომტანია“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია საპარლამენტო განზომილება, საპარლამენტო ჩართულობა და ჩვენ, როგორც მთავრობა, მივესალმებით, პარლამენტის ჩართულობას ამ პროცესში, რადგან საპარლამენტო განზომილებაში ასევე დამატებით თანამშრომლობა ვფიქრობ, ყოველთვის სასარგებლო შედეგის მომტანია. ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ დღეს გაემგზავრება.