logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: კითხვები არ არის განსაკუთრებული სირთულის, ჩვენ უნდა აღვწეროთ ის მოცემულობა, რაც არის დღეს სახელმწიფოში საკანონმდებლო თვალსაზრისით
- +

15 აპრილი. 2022. 15:13

 

 

„კითხვები არ არის რამე განსაკუთრებული სირთულის, ჩვენ ფაქტობრივად უნდა აღვწეროთ ის მოცემულობა, რაც არის დღეს სახელმწიფოში საკანონმდებლო თვალსაზრისით“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

„კითხვები ძირითადად ეხება იმას, რომ ევროკომისიას ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციური მოწყობის შესახებ და ასევე კანონმდებლობის თაობაზე. კითხვები არ არის რაიმე განსაკუთრებული სირთულის, ჩვენ ფაქტობრივად უნდა აღვწეროთ ის მოცემულობა, რა მოცემულობაც არის დღეს სახელმწიფოში საკანონმდებლო თვალსაზრისით. რა თქმა უნდა არსებული მოცემულობა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner