logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: კარგია, რომ შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს დელეგაციას - ვიზიტი სულ სხვა წონას იძენს
- +

15 აპრილი. 2022. 15:14

 

 

„მინუს 2 პარტიით არაფერი არ დაშავდება. კარგია, რომ შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს დელეგაციას - ვიზიტი სულ სხვა წონას იძენს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

 

„ოპოზიციის წარმომადგენლობა უფრო მეტი იქნება დელეგაციაში. ეს გახლდათ ჟესტი, რომელიც იმას განასახიერებს, რომ საქართველომ მეგობარ ქვეყანას უნდა აჩვენოს – პოლიტიკური სპექტრი და ხალხი ერთიანია უკრაინელი ხალხის მიმართ დამოკიდებულებაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტისა და რადას თავმჯდომარეების შეხვედრა, საუბარი, რაც საფუძველს გამოაცლის ფეიკ-ინფორმაციებს და ფეიკ-ალყას, რომელშიც ხშირად ხვდებიან ომში მყოფი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner