საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.
დელეგაციაში არიან: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი.
უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იქნებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.