„როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობაში“ მოიხარშა ვერსია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე პროვოკაციები მოუწყონ დელეგაციას და ჩრდილი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„მათ ფოკუსი აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეზე, თუმცა თქვენ ნახეთ, რომ „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ დაესხა თავს ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, ვინც დელეგაციაში შესვლის სურვილი გამოთქვა. მეორე ნაწილი, სავარაუდოდ, მათი მხრიდან არის ის, რომ, როგორც ჩანს, მოიხარშა ვერსია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე პროვოკაციები მოუწყონ დელეგაციას და ჩრდილი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მათ შეიტყვეს ვიზიტის დაგეგმვის შესახებ. მხარეებს შორის ჩამოყალიბდა ნორმალური კომუნიკაცია, მათ კი ეს არ აწყობთ და ამიტომ დაგეგმეს ეს“, - აცხადებს ღუდუშაური.