„რესპუბლიკური პარტიის" მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატი ზესტაფონში თინა ხიდაშელი ვარლამ ლიპარტელიანს მიმართავს:
„თავი ამაყად აწიე ვარლამ!
მთელი საქართველო გიყურებს ეხლა და ამაყობს შენით.
ვარლამ ლიპარტელიანს ოლიმპიურ მედალს ვულოცავ.
ბევრი არ დადის ამ სამყაროში ვისაც შეუძლია შენსავით ამაყად თავაწეულმა იაროს!
ამაყად ახედე დროშას და გაუღიმე!
ეს გამარჯვების ღიმილი უფრო ჭირდება დღეს შენს ქვეყანას!"- მიმართავს ხიდაშელი ვარლამ ლიპარტელიანს.
ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. იგი 90 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში იაპონელ მაშუ ბეიკერთან დამარცხდა.
ვარლამ ლიპარტელიანმა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პირველი ვერცხლის მედალი შესძინა.