logo_geo
eng_logo
კიევის რეგიონში უკვე 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი
- +

15 აპრილი. 2022. 18:39

 

 

„სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ კიევის რეგიონის დასახლებებში, რომლებიც თებერვალსა და მარტში რუსმა სამხედროებმა დაიკავეს, სულ, უკვე 900 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ვიპოვეთ და სასამართლო ექსპერტებს გადავეცით“, - ამის შესახებ კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა კიევში, 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამბავს BBC News იუწყება.

 

მისი თქმით, გარდაცვლილთა ცხედრების უმეტესობა (350-ზე მეტი ადამიანი) ბუჩადან არის.

 

ანდრეი ნებიტოვმა ასევე დასძინა, რომ ბოროდიანკასა და მაკაროვის ნანგრევების გასუფთავება ამ დროისთვის, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „ნანგრევების ქვეშ დაღუპული ადამიანების ცხედრები კიდევ იქნება“, - აღნიშნა კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა.

 

მან ასევე ხაზგასმით თქვა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ყველა მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეა, რომლებსაც რაიმე სახის სამხედრო ფორმირებებთან საერთო არაფერი ჰქონდათ.

 

გაცნობებთ, რომ ომის დროს BBC ინფორმაციის სასწრაფოდ გადამოწმებას ვერ ახერხებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner