logo_geo
eng_logo
ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი: დიდი ალბათობით ფინეთი შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს
- +

15 აპრილი. 2022. 19:21

 

 

ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ტიტი ტუპურაინენმა განაცხადა, რომ ფინეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ეს საკითხი პარლამენტში განიხილება, მაგრამ დიდი ალბათობით ფინეთი შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

ტუპურაინენმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ სასტიკია და ამ ომმა გამოაფხიზლა მსოფლიო.

„თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, განახორციელოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. რასაც რუსეთი ამბობს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს ჩვენი ინტერესებიდან და ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, ჩვენი საერთო სიტუაციის გათვალისწინებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

13 აპრილს, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ ფინეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.

ფინეთი ნატოსთან 1994 წლიდან თანამშრომლობს და ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობას 2014 წელს შეუერთდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner