რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ევროპას არ აქვს ალტერნატივა, გარდა რუსული ენერგიის გამოყენებისა და უკიდურესად მტკივნეული ეკონომიკური შედეგები დადგება, თუ ევროპა შეეცდება ნავთობისა და გაზის მიწოდება ჩაანაცვლოს.
„ევროპისთვის გონივრული ჩანაცვლება უბრალოდ არ არსებობს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
„გლობალურ ბაზარზე უბრალოდ არ არის სათადარიგო მოცულობები და მიწოდება სხვა ქვეყნებიდან, პირველ რიგში. აშშ-დან, შესაძლოა, გაზისა და ნავთობის შეძენა მომხმარებელს ბევრჯერ ძვირი დაუჯდეს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
თუმცა, პუტინმა ასევე აღიარა, რომ იყო „პრობლემები რუსული საექსპორტო ენერგომომარაგების გადახდასთან დაკავშირებით“, რადგან „არამეგობრული ქვეყნების“ ბანკები „აყოვნებდნენ თანხების გადაცემას“.
„როგორც არაერთხელ ვთქვით, აქ ყველაზე აქტუალური პრობლემა საექსპორტო ლოგისტიკის შეფერხებაა“, - განაცხადა მან.