logo_geo
eng_logo
ზელენსკი: მსოფლიო მზად უნდა იყოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს
- +

15 აპრილი. 2022. 20:36

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ვლადიმერ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინს შეუძლია მიმართოს ბირთვულ ან ქიმიურ იარაღს, რადგან ის არ აფასებს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს.

14 აპრილს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ან მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს არ შეიძლება არასერიოზულად მიუდგე, მაგრამ CIA-ს არ დაუფიქსირებია პრაქტიკული მტკიცებულება, რომელიც ამ შეშფოთებას აძლიერებს.

ბერნსმა მაგალითად მოიყვანა პოტენციური სასოწარკვეთა და სამხედრო წარუმატებლობა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და მისმა მთავრობამ მას შემდეგ განიცადეს, რაც 24 თებერვალს უკრაინაში სამხედრო ძალები შეიყვანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner