logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: რადიკალები, სამარცხვინო არასამთავრობოები და მათი კუდები კიდეც შეიკრიბნენ, დატრენინგდნენ, თან ხელისუფლებას აბრალებენ, მორიგ ტყუილს ავრცელებენო. რომელ ავტორიტარიზმს ამარცხებთ და რით ცვლით, თქვენი ტირანიით?
- +

15 აპრილი. 2022. 20:41

 

 

„არის თუ არა ეს ბილეთი ანუ არის თუ არა ეს დადასტურება, რომ მართლა შეკრებილან ეს მართლა ხელმოცარული რადიკალები, თავის კუდებთან ერთად, ძია აკემრანიც ჰყოლიათ მოწვეული. აკერმანი გვატრენინგებდაო, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი ვეცადეთ და არ გამოგვდისო, „- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „დემოკრატიის მცველების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.

 

„არის თუ არა ეს ბილეთი?“ არის თუ არა ეს ბილეთი ანუ არის თუ არა ეს დადასტურება, რომ მართლა შეკრებილან ეს მართლა ხელმოცარული რადიკალები, თავის კუდებთან ერთად, ძია აკემრანიც ჰყოლიათ მოწვეული. აკერმანი გვატრენინგებდაო, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი ვეცადეთ და არ გამოგვდისო (თქვენც, ხომ იცით, რომ არც მომავალში არაფერი არ გამოგვივაო), არ შეიძლება შევიკრიბოთ მაინც და გული მოვიოხოთო...მოკლედ მგონი სულ რამდენიმე ნაბიჯი დარჩათ გაფრენამდე, მანამდე კი ორი შეკითხვა: • რომელ ავტორიტარიზმს ამარცხებთ, და რით ცვლით თქვენი ტირანიით? • აკი არ შევკრებილვართო? დასკვნა: რადიკალები, სამარცხვინო არასამთავრობოები და მათი კუდები კიდეც შეიკრიბნენ, კიდეც დატრენინგდნენ, თან ხელისუფლებას აბრალებენ, მორიგ ტყუილს ავრცელებენო?! ანუ შევიკრიბეთ, ოღონდ ისე კია არ შევიკრიბეთ, უფრო სწორედ- შევიყარეთო, შემოვეყარეთო, შევჯგუფდითო, ან შევტრენინგდითო. შეკრება კი იმიტომ დამალეს და უარყოფდნენ, რომ იციან არაფერი არ გამოუვათ, ვიღაცა იტყვის გაუშვით რა, თავის ჭიას ახარებენო ! ოღონდ ეგ არის, რომ „რაღაც ნამეტანი გრძელი ჭია“ აქვთ!“- წერს Facebook-ზე ნიკოლეიშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბაკურიანის შეკრების კომენტირებისას განაცხადა, რომ რეალურად ეს იყო „შულავერის კომიტეტის“ შეკრება, რომლის მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების გადატრიალება იყო. მისი თქმით, შეკრებაში მონაწილე პარტიების, ე.წ. ენჯეოებისა და ე.წ ტელევიზიების მხრიდან თავის მართლება საფუძველს მოკლებულია და მათ კონკრეტული არგუმენტები უნდა წარადგინონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner