logo_geo
eng_logo
კულება: ჩემს ქართველ კოლეგას ვესაუბრე - მადლობა მას, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლას
- +

15 აპრილი. 2022. 20:53

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ დმიტრო კულება Twitter-ის გვერდზე ავრცელებს.

 

„ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს რუსეთის შემოჭრისგან უკრაინის გმირულ დაცვაზე ვესაუბრე. მან საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაში დამარწმუნა. მადლობა მას, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner