logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილმა ქალბატონებს 8 მარტი ყვავილებითა და ტკბილეულით მიულოცა
- +

8 მარტი. 2016. 13:04



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქართველ ენათმეცნიერს და ფილოლოგს მზექალა შანიძეს სახლში ეწვია და 8 მარტი მიულოცა.


წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ 90 წლის ენათმეცნიერს გაწეული ამაგისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ყვავილები და ტკბილეული გადასცა.


დღესვე გიორგი ალიბეგაშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე „თბილისის მეტროპოლიტენის" ტექნიკური განყოფილების ინჟინერს ელინა ტატინოვას მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და დამსახურებულ თანამშრომელს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner