გიორგი მარგველაშვილის გადადგომის მიზნით რეფერენდუმის იდეის ავტორები ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავენ და მასობრივ აქციებს იწყებენ.
საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ რეფერენდუმზე უარის თქმის შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა ლეგიტიმაცია დაკარგა. სანდრო ბრეგაძე პროცესში ამერიკის ელჩის ჩარევაზეც მიუთითებს.
მასობრივი აქციების გამართვას დესტაბილიზაციის რისკების გამო მხარს სანდრო ბრეგაძის თანაპარტიელი ამ ეტაპზე არ უჭერს, თუმცა პრეზიდენტის გადაწყვეტილება თამაზ მეჭიაურისთვისაც მიუღებელია.
ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მომავალი მოწვევის პარლამენტში დაამტკიცებს.
რეფერენდუმის თემაზე განცხადება აშშ-ის ელჩმა საქართველოში გააკეთა და პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი "სწორს" და "ადეკვატურს" უწოდებს.