logo_geo
eng_logo
ნედ პრაისი: ვერაფერი დააბრკოლებს ბაიდენის ადმინისტრაციას, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა
- +

15 აპრილი. 2022. 22:42

 

 

„ვერაფერი დააბრკოლებს ბაიდენის ადმინისტრაციას, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმს, ნედ პრაისმა.

ნედ პრაისის თქმით, რუსეთს არ უნდა უკვირდეს ამერიკის მიერ უკრაინისთვის დახმარება ბაიდენის ადმინისტრაციის ვალდებულების გათვალისწინებით, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე აიღო.

მანამდე გაზეთ The Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთმა აშშ გააფრთხილა, რომ არაპროგნოზირებადი შედეგები დადგება, თუ ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას.

„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც იწვევს არაპროგნოზირებად შედეგებს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, - ციტირებს გაზეთი The Washington Post-ი რუსეთის მიერ აშშ-ისთვის გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner