logo_geo
eng_logo
The Washington Post – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართა
- +

16 აპრილი. 2022. 00:24

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, საუბრისას ბაიდენს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ვალდებულებები არ აუღია.

 

როგორც The Washington Post-ი წერს, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი ენიჭება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს. აღნიშნულ სიაში ამჟამად ოთხი ქვეყანა – ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ირანი და სირია არიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner